სიახლეები

არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის 135-ე წლისთავთან დაკავშირებით ლევილის სასაფლაოზე მემორიალური დაფა გაიხსნა

24 მარტი 2015

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1919-1921წ.წ.), არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის 135-ე წლისთავთან დაკავშირებით პარიზში, წმინდა ნინოს ეკლესიაში მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, საფრანგეთში საქართველოს ელჩის მოადგილემ გოჩა ჯავახიშვილმა და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი 17-18 მარტს გაიმართება

17 მარტი 2015

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, 31-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. 

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

16 მარტი 2015

15-16  მარტს, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს აფხაზეთის ავტონომიურის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და სკულპტურული მემორიალი ,,ერთიანი საქართველოსთვის” გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

2015 წლის 10 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

10.03.15

2015 წლის 10 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

(more…)

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მრგავლი მაგიდა თემაზე „აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები“ გაიმართა

27.02.15

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური ენის განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა მოეწყო. მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ენათმეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
(more…)