სიახლეები

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდნენ

20.02.15

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის როლზე კონფლიქტების დარეგულირებისა და ტრანსოფრმირების საკითხებში.

(more…)

ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა

14.02.15ზუგდიდის გამგეობის შენობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა; სხდომას აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

(more…)

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

მრგვალი მაგიდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დევნილთა დასაქმების პერსპექტივებისა და ქვეყნის აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ჩატარდა ლექცია-სემინარი (ტრენინგი) თემაზე: ,,საარქივო საქმის განვითარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული ფონდის შემქმნელ წყარო დაწესებულებებში“

slide3

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2015 წლის 10 თებერვალს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს მიერ ჩატარებული იქნა ლექცია-სემინარი  (ტრენინგი) თემაზე: ,,საარქივო საქმის განვითარება  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული ფონდის შემქმნელ წყარო დაწესებულებებში“.

2015 წლის 6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

02 6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განხილული და დამტკიცებული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. (more…)