სიახლეები

ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემაზე: ,,ადმინისტრაციული სამართალი“

mtavari

მიმდინარე წლის 9-10 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემაზე: ,,ადმინისტრაციული სამართალი“. (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინე“ – მიიღო მონაწილეობა

1439822000729066
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ჰემატოლოგიის ინსტიტუტში სისხლის უანგარო დონორთა აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ მიიღეს მონაწილეობა და სისხლი გაიღეს. (more…)

ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში

13599945_1642967176023839_2570095877370642352_nმიმდინარე წლის 6 ივლისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა ტრენინგის მეორე ეტაპი  თემაზე:  „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.  (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანადგომით იგეგმება წიგნის გამოცემა, რომელიც ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებძოლთა სახელის უკვდავყოფას. ინფორმაციის მისაღებად  გთხოვთ დაუკავშირდეთ ქალბატონ მარინა ნაჭყებიას. საკონტაქტო ნომერი: 577172199

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

03

24 წელი გავიდა დაბა ტამიშთან დატრიალებული ტრაგედიიდან. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. ქართული შენაერთებისათვის მოწინააღმდეგის  შეტევა  მოულოდნელი იყო. მოწინააღმდეგის მხრიდან გადმოსხმულ დესანტს პირველი დუშეთის ბატალიონის 52 ქართველი მებრძოლი ჯარისკაცი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქართულმა მხარემ  300 – მდე ჯარისკაცი დაკარგა. საბოლოოდ ქართველმა მებრძოლებმა დესანტის მოგერიება, პოზიციების შენარჩუნება და საზღვაო დესანტის მთლიანად განადგურება შეძლო. (more…)