სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

268b39be07e7b576d78b6e642dddb5a4_54914

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროპარლამენტართა უმრავლესობამ-553-მა წევრმა დაუჭირა მხარი. შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საბოლოოდ ძალაში შესვლას ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხებზე იმსჯელეს

01.02.17ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის მოკლე ანგარიში მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ წარმოადგინა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ცალკეულ ასპექტებზე, გამოწვევებზე, რისკებსა და პერსპექტივაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს. (more…)

2017 წლის 31 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

31.01.17

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. (more…)

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

01საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

(more…)

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

mmmსაქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გამართა. ჯგუფში სხვა წევრებთან ერთან წარმოდგენილნი არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა.

(more…)