სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვეტერანებს “ვეტერანის დღე”-ს ულოცავს

LOGO_new

ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ „ვეტერანის დღეს”. დიდია ვეტერანთა ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი გმირობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვა სტიმული და მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.

სახელმწიფოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ სამშობლოსთვის თავდადებული და პატრიოტი ადამიანების შემართებაზე დგას. არ უწერია გადაშენება იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი თავდადებული მეციხოვნეები იცავენ. (more…)

ახალი ამბები ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დასრულდა

jeneva

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 45-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია იყო, რომელიც მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს არჩევანის გაკეთებას რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას. (more…)

სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში

სტაჟირება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით აცხადებს სტაჟიორთა მიღებას, აგრეთვე სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით – პრაქტიკანტთა მიღებას.

(more…)

ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრ ფაბიან ჰამილტონს შეხვდა

28.09.18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან მინისტრს მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ფაბიან ჰამილტონსა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე.

(more…)

„აფხაზეთის წარსულში მოხსენიება სამარცხვინოა და წარმოუდგენელი, ვინაიდან სწორედ ის არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ”

VK-1

27 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ABKHAZIA NEWS-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას

ბატონო ვახტანგ, 25 წელია 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან  დაკავშირებით უამრავ  ადამიანურ ისტორიებს ვისმენთ, ახალ-ახალ ფაქტებზე გვიხდება ყურადღების გამახვილება. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ აფხაზები ამ დღეს ზეიმობენ, ჩვენ კი დაღუპულ მეომრებს ვგლოვობთ და ვიგონებთ აფხაზეთიდან ძირფესვიანად აყრილი  მოსახლეობის დევნილობის ხვედრს. როგორ გაიხსენებთ ამ დღეს?

(more…)