სიახლეები

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

03

24 წელი გავიდა დაბა ტამიშთან დატრიალებული ტრაგედიიდან. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. ქართული შენაერთებისათვის მოწინააღმდეგის  შეტევა  მოულოდნელი იყო. მოწინააღმდეგის მხრიდან გადმოსხმულ დესანტს პირველი დუშეთის ბატალიონის 52 ქართველი მებრძოლი ჯარისკაცი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქართულმა მხარემ  300 – მდე ჯარისკაცი დაკარგა. საბოლოოდ ქართველმა მებრძოლებმა დესანტის მოგერიება, პოზიციების შენარჩუნება და საზღვაო დესანტის მთლიანად განადგურება შეძლო. (more…)

2016 წლის 29 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

29.06.16

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. (more…)

ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში

mmm

მიმდინარე წლის 28 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. (more…)

სამუშაო შეხვედრა თემაზე: ,,სამართალშემოქმედებითი საქმიანობა-საკანონმდებლო ტექნიკა”

 

 IMG_20160616_1233592016 წლის  16 ივნისს  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  იუსტიციის  დეპრტამენტში  ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის თემაზე: ,,სამართალშემოქმედება – საკანონმდებლო ტექნიკა“.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სტაჟიორები.  (more…)