სიახლეები

ვახტანგ ყოლბაიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

30.10.18

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

საკომიტეტო მოსმენის მიზანი ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის პირობებში ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.

საკომიტეტო მოსმენაზე მთავარი მოხსენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.

(more…)

თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

27.10.18-1

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გვირგვინით  შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

(more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით

LOGO_new

დღეს აფხაზური ენის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა.  ქართულთან ერთად  აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ ზადმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის  სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის.  ამას ადასტურებს  აფხაზური ენისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის  პოპულარიზაციის გზაზე,  ჩვენს  მიერ გადადგმული ნაბიჯები. სწორედ საქართველოში გამოიცემოდა  და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტში და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. (more…)

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია  და აფხაზეთის მთავრობის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

(more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ახალი შინაგანაწესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

43567138_1937029783258187_336103052295536640_nსაკითხი ძირითად შეეხებოდა იმ საჯარო მოხელეთა განცხადებებისა და წინადადებების განხილვას, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ და ამ ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში მიყვანა და დატოვება იწვევს შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო დროის უნებლიე დარღვევას.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრაქტიკა. საბოლოოდ, რათა წამოჭრილმა პრობლემამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურეობრივ გარემოზე, მოსამსახურეთა მხარდაჭერის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო დროსთან დაკავშირებით დაწესდეს გარკვეული შეღავათი.

(more…)