სიახლეები

გილოცავთ სვეტიცხოვლობას

images1

 გილოცავთ “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას”-ს დღესასწაულს.

სოხუმის დაცემის დღიდან 23 წელი გავიდა

45e9500c-5b21-449e-a9c5-2acb38d5f084_mw1024_mh1024_s        23 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.  ძმათამკვლელმა ომმა  აუნაზღაურებელი დანაკარგი და უდიდესი ტკივილი მოუტანა ძმადნაფიც, მეგობარ, კეთილმეზობელ აფხაზეთის მოსახლეობას. პოლიტიკურ კონფლიქტს, რომელიც სრულმაშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა შეეწირა ათიათასობით სამხედრო და მშვიდობიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები.       (more…)

აფხაზეთის მთავრობაში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

1

აფხაზეთის მთავრობისა დასსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის” თანამშორომლობით განახორციელდაპროექტი, რომლის მიზანი იყო, ერთი კვირის განმავლობაში ზუგდიდსა და მის შემოგარენში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა, მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გუნდური უნარ -ჩვევების გამომუშავება, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის წახალისება, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. კვირეული გაიმართა ზუგდიდსა და თბილისში. პროგრამის პარალელურად მოეწყო კულტურულ -შემეცნებითი ტურები. პროექტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრები ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სსიპ ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში”. (more…)

ტრენინგი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ

    images2016 წლის  23 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის  დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს გაერთიანებული პროფესიული  კავშირების შენობის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის      ელექტრონული ფორმით განთავსებაზე პასუხისმგებელ პირთათვის ჩატარდა      ღონისძიება (ტრენინგი) თემაზე: „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“.

(more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

06

14 სექტემბერს აფხაზეთის ომის დრო დაღუპული 17 იდენტიფიცირებული მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. (more…)