სიახლეები

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

17.03.18

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

20161112164632804315810_image

 

აფხაზეთში 1993 წლის 15–16 მარტს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

 

(more…)

29101653_1997627340557819_4944068005546950656_o

 

 

 

 

 

 

 

 

სსიპ “საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე, 2018 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვაკანსია შემდეგ თანამდებობებზე:

  • იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;
  • იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების III რანგის  მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
  • იუსტიციის დეპარტამენტის  ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მოხელეთა შერჩევის, შეფასებისა და ინსპექტირების განყოფილების უფროსი.
  • საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე:  ავთანდილ ხაზალია; თავმჯდომარის მოადგილე- სოფიო ყოლბაია; მდივანი-მაია შენგელია;  კომისიის  წევრები: ასმათ ანდრიბავა და გიორგი პარკაია.

(more…)

დღეს ჟიული შარტავას 74 წელი შეუსრულდებოდა

07.03.18

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ჟიული შარტავას დაბადებიდან 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იმავე დღესვე ქალაქ სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 74-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

(more…)

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

27.02.18სასტუმრო „რადისონში” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

(more…)