Archive for the 'slide' Category

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

Capture

2017 წლის 28 ივნისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით  აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საჯარო მოხელეების შეხვედრა გაიმართა.

პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”

Capture

14 ივნისის  – შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,17.06.2017 მუშთაიდის ბაღში “ახალგაზრდული მედია კავშირის”, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა. მეკლდეურობაში, მშვილდოსანობაში, ეტლებით რბოლასა და პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში “ბოჩა” 100–მდე შშმ პირი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ღონისძიებას შემოუერთდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდები, ასევე, […]

აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

DSC00943

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ვუერთდებით საერთაშორისო გლობალურ საინფორმაციო აქციას “16 დღიანი კამპანია–გენდერული ძალადობის წინააღმდეგ” და ხმამაღლა ვამბობთ “არა ძალადობას”

“გენდერული ცნობიერების ამაღლება”

-1

2015 წლის 25 ივნისს საქართველოს პროფგაერთიანების საკონფერენციო დარბაზში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისათვის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ იქნა  ტრენინგი თემაზე „გენდერული ცნობიერების ამაღლება“.  ტრენინგი დაიგეგმა  გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 58-ე სესიაზე საქართველოს მიმართ წარმოდგენილი  დასკვნითი მოსაზრებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.       

„მზიური“-ს მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები

mziuri

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით აქტიურად  მონაწილეობენ „ქალაქ მზიურის“ მიმდებარე  ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებში. 2015 წლის 13 ივნისს ვერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის დასასუფთავებლად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები.