Archive for the 'slide' Category

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

4

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, მშობლიურ – ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, ქონების ხელყოფის შემთხვევებსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. 

იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

111111-lanczos3

   კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელისუფლების მხრიდან დამატებით ძალისხმევას  მოითხოვს. ამ  მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილთა სოციალური–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ბრძანებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

იგორ კოპალიანი:, ამ განცხადებით რეჟიმმა მოახდინა სხვა რეჟიმის აღიარება

Capture22

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგორ კოპალიანმა, „კვირას“ პრესკლუბში, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფაქტზე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის პოზიცია გაახმოვანა. “ნიშანდობლივია, რომ მოსკოვში მდებარე სირიის არაბული რესპუბლიკის საელჩოდან გავრცელდა ე.წ. კომუნიკე, რომელშიც საუბარია ასადის რეჟიმსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიპლომატიური ურთიერთობების ამოქმედებაზე. მოგეხსენებათ, ასადის რეჟიმი არ გახლავთ ავტორიტეტი მსოფლიო თანამეგობრობისთვის, პრაქტიკულად ამ განცხადებით […]

2018 წლის 26 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

26.04.18

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, ასევე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზემცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების მდგომარეობა დაეტაპობრივად მისი შესაძლო გაუმჯობესების პერსპექტივები.

სამუშაო შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

Capture

2017 წლის 28 ივნისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით  აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საჯარო მოხელეების შეხვედრა გაიმართა.