Archive for the 'სიახლეები' Category

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით 2015 წლის 23-24 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურეობა“.

IMG_4799

ტრენინგს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები.
–   მთავრობის აპარატიდან:  თინათინ აბსანძე, ბელა ჩხაპელია;
– იუსტიციის დეპარტამენტიდან: ავთანდილ ხაზალია, ელისო გვასალია, ქრისტინე კაჭარავა, ალექსანდრე ფარფალია, ხატია მესხია, სოფო ადეიშვილი, ინეზა ცომაია.
(more…)

აფხაზეთის ა/რ ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო

24.02.15აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა პანაშვიდსა და დაკრძალვას დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაესწრნენ.

(more…)

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდნენ

20.02.15

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის როლზე კონფლიქტების დარეგულირებისა და ტრანსოფრმირების საკითხებში.

(more…)

ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა

14.02.15ზუგდიდის გამგეობის შენობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა; სხდომას აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

(more…)

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

მრგვალი მაგიდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დევნილთა დასაქმების პერსპექტივებისა და ქვეყნის აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.