Archive for the 'სიახლეები' Category

სიახლეები

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა იმერეთის რეგიონში 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

მრგვალი თავები1

დღეს ქუთაისში, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქეთევან ბაკარაძემ, კონსტანტინე კუჭუხიძემ, ვალერი ბასარიამ, იგორ კოპალიანმა და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს და დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ბიზნესმენებს დოკუმენტური ფილმი ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში-თანამედროვე რეალიები” გააცნეს.

ადამიანის განვითარების ჰარმონიული საზოგადოების მიერ გუდაურში განხორციელებული ღონისძიება

1

 

მიმდინარე   წლის 24-25 იანვარს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა    მონაწილეობა მიიღო  ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოების მიერორგანიზებულ ღონისძიებაში (პროექტში).

    ღონისძიება (პროექტი) მიზნად ისახავდა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას, კავკასიის უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის  იურიდიულ  კლინიკასთან ერთად,,შეიარაღებულ კონფლიქტებში  დაზარალებულთა სოციალური სტატუსის ამაღლების საქმეში.  

(more…)

პროექტის „სამშვიდობო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

 

88

პროექტის ფარგლებში საზოგადოების წინაშე ქართული ცეკვებითა და ხალხური სიმღერების ერთ საათიანი პროგრამით წარსდგა მარტვილის #2 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფსნი”, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები არიან. სცენაზე 100-მდე ვირტუოზი ცეკვავდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მოგილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს

1
გილოცავთ ქრისტეშობის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მოწყალების კარი განგვიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და დაგვიცვას ყოველივე განსაცდელისგან. სიხარულის, სიკეთისა და ერთსულოვნების ძალა ნუ მოგვიშალოს უფალმა ღმერთმა. ვიხაროთ ორთავე სოფელსა შინა, ამინ!

ტრენინგი: „პროფკავშირის როლი – დასაქმებულთა უფლებების დაცვის სფეროში“

10409201_798590063537298_2520394262287890356_n

2014 წლის 17და 18 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფგაერთიანების ეგიდით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პროფკავშირის როლი – დასაქმებულთა უფლებების დაცვის  სფეროში“ საქართველოს პროფკავშირის ოფისში,  ააიპ საერთაშორისო შრომის „სოლიდარობის“ აშშ ცენტრის დაფინანსებით.

(more…)