Archive for the 'სიახლეები' Category

სიახლეები

სრულიად საქართველოს გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

argdoma-2011_1 (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეოპარტამენტისაგან დევნილებისათვის სააღდგომო ნობათი

20150402_145950_LLS

ამა წლის 8 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წამოწყებულ აქციას შეუერთდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა. რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა. (more…)

მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუკლიკის იუსტიციის დეპარტამენტში

09.06.14

ამა წლის 3 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

(more…)

ფორუმი „ახალგაზრდა ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში„ –2015.

20622_865553446836658_5285319731496042531_n

ფორუმს ესწრებოდა 30 ახალგაზრდა ლიდერი გოგონა, მათ შორის იყვნენ იძულეთ გადაადგილებული პირებიც. სტუმრების სტატუსით იყვნენ მოწვეულნი საქართველოს პარლამენტის წევრები  თამარ კორძაია და თინა ბოკუჩავა, რომლებმაც  ფორუმზე დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს. არასამთავრობო ორგანიზაციების „Helping Hand“-ის და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრ (CSDC)”-ის მოწვევით აფხაზეთის ავტონომიური რესპბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის  თანამშრომელმა, ტრენერმა გენდერულ საკითხებში ქალბატონმა  ინეზა ცომაიამ  დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინა სლაიდ-პრეზენტაცია თემაზე: „ხელისშემშლელი ფაქტორები ქალების პოლიტიკურ  ცხოვრებაში“. (more…)

არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის 135-ე წლისთავთან დაკავშირებით ლევილის სასაფლაოზე მემორიალური დაფა გაიხსნა

24 მარტი 2015

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1919-1921წ.წ.), არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის 135-ე წლისთავთან დაკავშირებით პარიზში, წმინდა ნინოს ეკლესიაში მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, საფრანგეთში საქართველოს ელჩის მოადგილემ გოჩა ჯავახიშვილმა და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.