Archive for the 'სიახლეები' Category

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაიამ შვილმკვდარ დედებს 3 მარტი მიულოცა

v

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისთან“ ერთად თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრები გადასცეს. (more…)

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

9c3dc63e4fc9990469a1818d356d3d10_57161

დღეს საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა სხდომა გამართა, რომელშიც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

 

(more…)

2017 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

28.02.17

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. (more…)

უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გაემგზავრებიან

th_305x173_evrosab_1

დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. 1 მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

ტრენინგი-სემინარი: „ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმები საჯარო მოხელეთათვის“

20170223_163117

2017 წლის  23 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმები საჯარო მოხელეთათვის“.

(more…)