Archive for the 'სიახლეები' Category

სიახლეები

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ…“ გაიმართა

21.05.18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად  ვართ…” გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

(more…)

საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21.05.18-1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის დეპარტამენტი ანგარიშით წარსდგა

jax11

2018 წლის 18 მაისის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისიის ერთობლივ სხდომაზე, დისკუსიის ფარგლებში თემაზე, „ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების და მათზე რეაგირების მექანიზმების ამოქმედებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობის შესახებ“ მოსმენილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონ ი. კოპალიანის ანგარიში. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ და საკითხის განხილვაში  მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსმა ა. ხაზალიამ, მთავარმა სპეციალისტმა ვ. ბარკალაიამ, უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსმა ზ. მებონიამ, აფხაზეთის მთავრობის აპარატის იურისტმა ნ. ჯალაღონიამ. (more…)

კონფერენცია თემაზე „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები“ გაიმართა

16.05.18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები”გაიმართა . (more…)

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი!

1399618524442183

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ულოცავს გამარჯვების დღეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს!
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის არმიამ გამარჯვება 69 წლის წინ მოიპოვა. 1945 წელს, 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. (more…)