Archive for the 'სიახლეები' Category

სიახლეები

თბილისის ივენთ-ჰოლში“ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა

22.05.18-1

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისის ივენთ-ჰოლში” გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კონცერტი „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად” გამართა.

(more…)

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ…“ გაიმართა

21.05.18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად  ვართ…” გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

(more…)

საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21.05.18-1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. (more…)

კონფერენცია თემაზე „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები“ გაიმართა

16.05.18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები”გაიმართა . (more…)

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი!

1399618524442183

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ულოცავს გამარჯვების დღეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს!
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის არმიამ გამარჯვება 69 წლის წინ მოიპოვა. 1945 წელს, 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. (more…)