Archive for the 'სიახლეები' Category

სიახლეები

იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

111111-lanczos3

   კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელისუფლების მხრიდან დამატებით ძალისხმევას  მოითხოვს. ამ  მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილთა სოციალური–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ბრძანებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

2018 წლის 24 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

24.07.18

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგების შესახებ. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები. (more…)

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში

 

37395458_2093766637610555_9050719307947835392_n

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში  2018 წლის 19 ივლისს, დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა შედგა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ დევნილობაში მიღებული ნორმატიული აქტების ბეჭდური გამოცემასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.

შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი.
(more…)

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი გაიმართა

jeneva

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 44-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა იყო.

(more…)

2018 წლის 13 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

35242700_2028280873879965_4620904165000871936_o

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ. ასევე განიხილეს უძრავი ქონების მართვის სრულყოფის საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის დადგენილებების პროექტები.

(more…)