9 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

скачанные файлы

9 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ომის ვეტერანებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს პატივი მიაგეს.

1941-1945 წლებში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას  ქართველებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს. დაღუპული ჯარისკაცების პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობასთან შეფარდებით უპრეცედენტო იყო.

სამარადისო ხსოვნა მათ ვინც თავისი სიცოცხლისა და თავგანწირვის ფასად თავი შესწირეს სამშობლოს მომავლის კეთილდეობას!

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ დიად გამარჯვებას ჩვენ სახელოვან ვეტერანებს და დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებთ.