საქართველოში მართლმსაჯულების პროცესის ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების იურიდიული სამსახურების თანამშრომლების მონაწილეობით იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან და ამჟამად მოქმედ ადვოკატთან, ბატონ გიორგი ქოიავასთან.
ბატონი გიორგი შეეხო მართლმსაჯულების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და სასამართლო პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.