30 აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო – „გმირთა სავანე” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთან ვახტანგ ყოლბაიასა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა ყვავილებით შეამკო.