27 სექტემბერი – „დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ“

mtavari

27 სექტემბერი-თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ამავდროულად მრავლის მთქმელ-მეტყველი, სიცოცხლითა და გვემით გაჯერებული თარიღი, რომელიც მუდამ გვემახსოვრება.  წლებმა ვერ შეძლო წაეშალა მეხსიერებიდან განვლილი ცხოვრება და მით უმეტეს მიწის ყივილის სიმძაფრე.


პირიქით, რაც უფრო შორს ვართ, მით მეტია მონატრება, მით ძლიერია ტკივილი დაზიანებული ფესვებისა.
ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ დავბრუნდებით… ჩვენ ისევ ჩვენი შეუდრეკლობა და სიყვარული დაგვაბრუნებს და ერთად როგორც ოდითგანვე, აფხაზ ძმებთან ერთად კიდევ უფრო ლამაზ გავხდით აფხაზეთს.

„მე ბზიფთან ერთი ვიცი ურთხელი,

შოთა რომელსაც ახსოვს რუსთველი“!

მ. მაჭავარიანი.

 27 სექტემბერი. 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-ემ მღვდელმთავრებთან ერთად ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ტაძრიდან დაიწყო მსვლელობა გმირთა მოედნისაკენ, რომელშიც მონაწილეობა სხვა სამტოვრობო დაწესებულებებთან ერთად სრული შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ გმირთა მოედანზე პანაშვიდი გადაუხადა ომში დაღუპულ გმირებს. აფხაზეთის მთავრობას გადასცა იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი. ცერემონიალს ესწრებოდა სრულიად საქართველოს წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან- „საქართველოსთვის“ მოეწყო ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე – „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი“. ჩატარდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფლეშმობი „გამარჯობა სოხუმო“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“. ამასთან, გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის, 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის გენერალ გენო ადამიასა და აფხაზეთის გამოჩენილი მოღვაწეების საფლავები .

07

1405 1609 13 18    24 23

 

28

33353738

40