24-ე წელიწადი სოხუმის დაცემის დღიდან …

 

45E9500C-5B21-449E-A9C5-2ACB38D5F084_mw1024_mh1024_s

24 წლის წინ 27 სექტემბერს საქართველომ ქალაქ სოხუმი და სრულიად აფხაზეთი დაკარგა. წლების სიმრავლის მიუხედავად ეს მოუშუშებელი ტკივილი არ განელდა… ძმათამკვლელმა ომმა ქართულ და აფხაზურ მხარეს მოუშუშებელი ტკივილი და ჩვენი მოძმე ერების  საუკეთესო  გენოფონდი დააკარგვინა! 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს.