Archive for ივლისი, 2019

სიახლეები

შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან

23

2019 წლის 29 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. შეხვედრის დროს განხილულ იქნა და შეჯამდა იუსტიციის დეპარტამენტში სტუდენტთა  მხრიდან  პრაქტიკის გავლის პერიოდში  განხორციელებული აქტივობები.

სამოქალაქო ფორუმი – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში

mmm

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ და Hilfswerk International-ის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ დაგეგმილ სამოქალაქო  ფორუმში – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში.

(more…)

ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები გაეწიათ

65418018_2838672202840824_4697427640263376896_n (1)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და  „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 28-29-30  ივნისს ქალაქ ზუგდიდსა და  ქალაქ სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო სამართლებრივ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წევრები  ესწრებოდნენ.

(more…)

“საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია”

69526310_2225851260857212_4838718526564859904_n

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა შედგა საქართველოს განათლების აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან,ქალბატონ სოფო ქვარცხავასთან თემაზე: “საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია”.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საჯარო გამოსვლის ტექნიკა და ეფექტური კომუნიკაციის ზოგადი პრინციპები.

(more…)