Archive for ივნისი, 2019

სიახლეები

იუსტიციის დეპარტამენტში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომელთათვის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ლევან ყოლბაია, რომელმაც დამსწრეებთან ერთად, კითხვა – პასუხის რეჟიმში, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელა. სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.

დევნილებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა იზრდება

7_06_19_afxaz

2019 წლის 7 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ძირითდად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. საუბარი შეეხეო უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური დევნილი მოსახლეობისათვის გასწევს. (more…)

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“

WhatsApp-Image-2019-06-05-at-12-23-43-AM

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – ,,2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. (more…)

2019 წლის 5 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

15597392881331959174

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ. (more…)