Archive for მაისი 17th, 2019

სიახლეები

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა

mm

აფხაზეთის  დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში“ და აფხაზეთის კულტურულიმემკვიდრეობის ამსახველი მასალა. გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში. საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაისურები – ტექსტით მე ვარ აფხაზეთი და აფხაზეთის ქალაქები.

(more…)