Archive for მაისი, 2019

სიახლეები

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

 

15586160391691268057

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ პარაკლისი აღავლინა.

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.

2014  წლიდან 23 მაისს ყოველწლიურად აფხაზეთის დღე აღინიშნება.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა

mm

აფხაზეთის  დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში“ და აფხაზეთის კულტურულიმემკვიდრეობის ამსახველი მასალა. გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში. საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაისურები – ტექსტით მე ვარ აფხაზეთი და აფხაზეთის ქალაქები.

(more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

1557924909600093939

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ უმაღლეს საბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დასამტკიცებლად წარუდგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

(more…)

იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს

15571431011949531199

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.

(more…)

ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გეგმიური სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ

viber image 2019-05-04 , 21.06.54

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 4-5 მაისს ქალაქ ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე მთავრობის […]