Archive for აპრილი, 2019

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა

mm

მიმდინარე წლის 25 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ პრეზენტაცია გამართა თემაზე: ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მეთოდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში“.

საპრეზენტაციო თემა მომზადდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სხვა საჯარო დაწესებულებათა გამოცდილების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით.

(more…)

2019 წლის 19 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

1555678809768047309

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.

შეხვედრა სტუდენტებთან

mm

2019 წლის 17 აპრილს , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის დეპარტამენტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის  თავმჯდომარე  იგორ კოპალიანი,რომელიც შეეხო დამსწრე მაგისტრანტთა იუსტიციის დეპარტამენტში სასწავლო პრაქტიკის გავლის მნიშვნელობას. (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

unnamed (1)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თავფურცელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2019 წლის 5 აპრილს სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს იურისდიქცია, საჩივრის შეტანის ტექნიკური და შინაარსობრივი ასპექტები, დავის წარმოების ეტაპები და გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა“.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია.

(more…)