Archive for მარტი, 2019

სიახლეები

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

1553868316470591599

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

(more…)

სტაჟირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში

სტაჟირება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით აცხადებს სტაჟიორთა მიღებას.

სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და  უმაღლესი  განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტადრება გასაუბრების ფორმით.

(more…)

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

poto-1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

(more…)

2019 წლის 15 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

1552662980263896835

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი მაღალი მაჩვენებლებით შესრულდა, კერძოდ საშემოსავლო ნაწილის შესრულებამ 103,67% შეადგინა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის 98,27%. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებისა და ღონისძიებებზე.

(more…)

„მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“

safe_image

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი „მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. (more…)