Archive for თებერვალი, 2019

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

mm

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დევნილ საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

(more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას მიმართვა აფხაზეთის საზოგადოებას

1550769703155353199

გუშინ ძალიან მტკივნეული, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული მოვლენის მოწმე გავხდით. სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესია გაიმართა. კადრებში  კარგად ჩანს, როგორ ელოდება ზუგდიდის მხრიდან ათობით ადამიანი გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურიას მისვენებას ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ნათესავებმა მისი დატირება შორიდან მაინც შეძლონ. ვინ არ იცის როგორ პატივს სცემენ საქართველოში  გარდაცვლილი ადამიანისთვის წესის აგებას, უახლოესი ადამიანების, ახლობლების მიცვალებულთან გამოთხოვების წმიდათა წმინდა  მოვალეობას და ტრადიციას.  (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

4

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, მშობლიურ – ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, ქონების ხელყოფის შემთხვევებსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. 

2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

154965281256993023

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 2018 წლის შედეგების შესახებ. ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამის შესახებ.

(more…)