2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

1553868316470591599

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მოისმინეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება-გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ, ასევე – ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ.