2019 წლის 15 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

1552662980263896835

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი მაღალი მაჩვენებლებით შესრულდა, კერძოდ საშემოსავლო ნაწილის შესრულებამ 103,67% შეადგინა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის 98,27%. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებისა და ღონისძიებებზე.

ასევე, განიხილეს აფხაზეთის ქონების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ების მუშაობის 2018 წლის ფინანსური შედეგები და მათი საქმიანობის გაუმჯობესების გზები.