Archive for დეკემბერი, 2018

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა!

31.12.18

რამდენიმე საათში ახალი, 2019 წელი კარს შემოგვიღებს. დადგება ქრისტეს დაბადების 2019 წელი.

ვუსურვებ  საქართველოს ყველა ოჯახს, დიდსა თუ პატარას, ბედნიერებას, სიხარულს, კეთილდღეობას, ხვავსა და ბარაქას, ტკივილების მოშუშებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. (more…)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა

_II

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღსაყდრებიდან 41-ე წლისთავს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს:  „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლობის ორმოცდამეერთე წლისთავს. (more…)

2018 წლის 25 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

25.12.18-2დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

(more…)

შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

 

1e

შეხვედრა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2018 წლის 20 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „სასამართლო პრაქტიკა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ“. შეხვედრაზე მოწვეული იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ირინა ზარქუა, რომელმაც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებს სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა.

(more…)

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრები ორდენებით და მედლებით დაჯილდოვდნენ

03

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული 28 მეომრის ოჯახს სახელმწიფო ჯილდოები – ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენები და მედლები – მხედრული მამაცობისთვის გადაეცა.

ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ გადასცეს. (more…)