Archive for სექტემბერი, 2018

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრ ფაბიან ჰამილტონს შეხვდა

28.09.18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან მინისტრს მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ფაბიან ჰამილტონსა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე.

(more…)

„აფხაზეთის წარსულში მოხსენიება სამარცხვინოა და წარმოუდგენელი, ვინაიდან სწორედ ის არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ”

VK-1

27 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ABKHAZIA NEWS-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას

ბატონო ვახტანგ, 25 წელია 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან  დაკავშირებით უამრავ  ადამიანურ ისტორიებს ვისმენთ, ახალ-ახალ ფაქტებზე გვიხდება ყურადღების გამახვილება. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ აფხაზები ამ დღეს ზეიმობენ, ჩვენ კი დაღუპულ მეომრებს ვგლოვობთ და ვიგონებთ აფხაზეთიდან ძირფესვიანად აყრილი  მოსახლეობის დევნილობის ხვედრს. როგორ გაიხსენებთ ამ დღეს?

(more…)

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

27 სექტემბერი1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წელი გავიდა. ძმათამკვლელმა ომმა მოუშუშებელი ტკივილი დატოვა. ასი ათასობით პირი დევნილად იქცა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

(more…)

თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა

08

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.

ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

(more…)

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი“ გაიხსნა

27.09.18-2

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი” გაიხსნა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად დანგრეული და დამწვარი შენობების ფოტოები.

ღონისძიება ფონდ „არტექოს” და მისი დამფუძნებლის დალი უბილავა-დე გრააფის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენაზე სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა” ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესიდან „გამარჯობა სოხუმო” ნაწყვეტი წარმოადგინა. ასევე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

(more…)