Archive for ივნისი, 2018

სიახლეები

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი გაიმართა

jeneva

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 44-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა იყო.

(more…)

2018 წლის 13 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

35242700_2028280873879965_4620904165000871936_o

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ. ასევე განიხილეს უძრავი ქონების მართვის სრულყოფის საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის დადგენილებების პროექტები.

(more…)

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

gaero1520

 როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური  გვერდი იტყობინება, 2018 წლის 12 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. მისასალმებელია, რომ მხარდაჭერის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია.

გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

(more…)

ევროპარლამენტში საქართველო რუსეთის კონფლიქტის საკითხზე დებატები გაიმართა

parlamento-europeo-jpg_17184833462018 წლის 12 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა განხილვა თემაზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ. სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი გამოვიდა ევროპარლამენტის რვა პოლიტიკური ჯგუფიდან. ევროპარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელი გამომსვლელების დიდმა უმრავლესობამ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დეპუტატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეთნიკურ ნიადაგზე დარღვევების შეწყვეტისაკენ.

(more…)

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სერგო პაჭკორია, ოთარ ზუხბაია და მერი გეგეჭკორი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ

34668377_2017923134915739_5624962592754630656_nppp

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენები გადასცეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ სერგო პაჭკორიას, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაიასა (სიკვდილის შემდეგ) და ღვაწლმოსილ პედაგოგ მერი გეგეჭკორს (სიკვდილის შემდეგ).

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სერგო პაჭკორიას, ოთარ ზუხბაიასა და მერი გეგეჭკორის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები რომლებმაც მათი მოღვაწეობის პერიოდები გაიხსენეს.

(more…)