Archive for მაისი, 2018

სიახლეები

ახალციხეში მცხოვრებმა დევნილებმა უფასო იურიდიული დახმარება მიიღეს

LOGO_new

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქ ახალციხეში ჩავიდნენ და იქ მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

ორი კვირით ადრე ახალციხეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრა გამართეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ იურიდიულ საკითხებზე უფასო კონსულტაციების ჩატარებას დაპირდნენ. (more…)

1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის დღე

31793441_1894802973887947_50344537196855296_n

მიმდინარე  წლის 1 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის პირველადმა პროფესიულმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ მშრომელთა უფლებების დაცვის მიზნით გამართულ აქციაში.

(more…)