Archive for მაისი, 2018

სიახლეები

რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთი“-ს საიუბილეო კონცერტი გაიმართა

23.05.18-2

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და “აფხაზეთის დღესთან” დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “აფხაზეთი”-ს, საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 2018 წელს ანსამბლ “აფხაზეთს” დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა.

რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო მიხეილ გიორგაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა. (more…)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

23.05.18

“აფხაზეთის დღესთან” დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა

04

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ახალგაზრდულ კონფერენცია თემაზე – „აფხაზეთი – წარსული და დღევანდელობა” გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებმაც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში ჩატარებულ პროექტში: „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ” მიიღეს მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანგებოდ შერჩეულ რამდენიმე საჯარო სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე.

(more…)

თბილისის ივენთ-ჰოლში“ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა

22.05.18-1

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისის ივენთ-ჰოლში” გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კონცერტი „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად” გამართა.

(more…)

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ…“ გაიმართა

21.05.18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად  ვართ…” გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

(more…)