Archive for მაისი 24th, 2018

სიახლეები

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებითი ღონისძიება „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“ გაიმართა

01

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება” ინიციატივით საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებითი ღონისძიება „ჩემი სამშობლო ჩემი გულია” გაიმართა.

(more…)

საქართველოს პარლამენტში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ გაიმართა

24.05.18

საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი” გაიმართა. მრგვალ მაგიდას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე უძღვებოდა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე.

ღონისძიებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიასთან ერთად, პარლამენტის ვიცესპიკერი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა , აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აკადემიური წრეებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. (more…)