Archive for მარტი 30th, 2018

სიახლეები

აფხაზეთის მთავრობაში „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

30.03.18-1აფხაზეთის მთავრობაში „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობს, განიხილა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას წარმოშობილი ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ხასიათის საკითხები.

(more…)