2018 წლის 13 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

35242700_2028280873879965_4620904165000871936_o

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ. ასევე განიხილეს უძრავი ქონების მართვის სრულყოფის საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის დადგენილებების პროექტები.

განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა – პრიორიტეტების დოკუმენტი.

მოისმინეს ოკუპირებული გალის რაიონში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იქ არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების შესაძლო გზებზე.

35144706_2028280580546661_5547690908419358720_n 35284955_2028280907213295_6814533122017722368_o