Archive for დეკემბერი, 2017

სიახლეები

67 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი გარდაიცვალა

dima_jaiani

სრულიად საქართველომ, ქართულმა თეატრმა, საზოგადოებამ, ჯაიანების ოჯახმა, გვარმა, მრავალრიცხოვანმა ნათესაობამ და სამეგობრომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა – 67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი,

სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქ. სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი. (more…)

ვახტანგ ყოლბაია: „კატალონიაში სეპარატიზმის მარცხი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის“

_ყოლბაია

ABKHAZIA NEWS-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, კატალონიაში მიმდინარე რთულ პროცესებზე, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია  საერთაშორისო საზოგადოებაში, პოლიტიკურ  და დიპლომატიურ წრეებში.

რა მოხდება ესპანეთში 21 დეკემბერს კატალონიის ვადამდელ არჩევნებზე.

სეპარატიზმი, როგორც ასეთი…

ბატონო ვახტანგ, მსოფლიოში ბევრი ცხელი წერტილი არსებობს, რომელიც საზოგადოების  ძლიერ შეშფოთებას იწვევს. ალბათ არავინ ელოდა 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ომისა დმშვიდობის საკითხების უკიდურეს გამწვავებას,  ტერორისტული აქტების ასეთ სიმრავლეს, ბირთვული იარაღით მანიპულირებას, დევნილთა და მიგრანტთა კოლოსალურ  ნაკადებს. ამასემატება სეპარატიზმის ტალღის  ერთგვარი გამოღვიძებაც, რომლის მაგალითად შეიძლება  დღესკატალონია მივიჩნიოთ, რომელმაც რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობა აღიარა დაესპანეთიდან გამოყოფა მოითხოვა. (more…)