Archive for დეკემბერი, 2017

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა

VK

რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.  ავადმოსაგონარი დღეები წარსულის კუთვნილებაა, მაგრამ, ამავე დროს, ისტორიის გაკვეთილებია, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. დღეს  აღარ ვდაობთ იმაზე, რომ ქართველებმა და აფხაზებმა საბედისწერო შეცდომა დავუშვით, როცა მოყვარე მტრად მივიჩნიეთ და ერთმანეთზე იარაღით გავიწიეთ, საკუთარ ძმებს გავეყარეთ, ერთმანეთი მივატოვეთ. მშვიდობის დამყარება მტანჯველმა სიჩუმემ და უბრად ყოფნამ ჩაანაცვლა. (more…)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა

აფ25.12.17-1ხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს:

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლობის საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს.

(more…)

გადაცემა „აფხაზეთი“ ქართული ბრენდის ჯილდოს მფლობელი გახდა

25550249_1787772467930808_5186252884780536807_n

საზოგადოებათან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის” ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში” ქართული ბრენდების დაჯილდოების რიგით მე-15 ცერემონია გაიმართა. ქართული ბრენდები 5 ძირითად ნომინაციაში გამოვლინდა: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, ბრენდ პერსონა და წარმატებული ტელეპროექტი.

(more…)

შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

20.12.17

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

 

(more…)

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართა

jeneva

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხი იყო. (more…)