2016 წლის 29 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

29.06.16

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვალს N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

სხდომაზე მოისმინეს ინფრომაცია გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების შესაძლო გზებზე ისაუბრეს; ასევე, მიიღეს ინფორმაცია იმერეთის რეგიონში განლაგებული სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ.