2016 წლის 27 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

27.04.16

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში.

სხდომაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივა, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელისათვის მისი დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, გურამ ყურაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე, რასაც მთავრობის მთლიანმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა.