2016 წლის 24 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

24.02.16

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბუჯეტის შესრულების ანგარიში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ გასული წლის შესრულებული ბიუჯეტის შედეგი დადებითად შეაფასა.

ასევე დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭებელი კომისიიის თავმჯდომარედ დაინიშნა აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მას დაევალა აღნიშნულ პრემიებთან დაკავშირებით პრეზენტაციის გამართვა.

მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის 2015 წელს გაწეულ სამუშაოსა და 2016 წლის გეგმის შესახებ.

01 02