2015 წლის 14 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

14.12.15

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ”.

2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად რჩება სოციალური მიმართულება, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდამჭერი პროგრამები, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები.