2014 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

04

დღეს, 2014 წლის 3 ოქტომბერს,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  სხდომა გაიმართა. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ და დამკიცებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო.

აღნიშნულ სათათბირო ორგანო შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის მიზნით, რომელიც შედგება 21 წევრისაგან, რომელთაგან 16 წევრი არის სამოქალაქო სექტორის, მათ შორის საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირი, 3 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი პირი და 2 მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პირი. მთავრობის გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შეყვანილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

02

05