2014 წელის 9-11 მაისს აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციამ ჩაატარა ღია საერთაშორისო ტურნირი

20140510_182200

2014 წელის 9-11 მაისს  აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციამ ჩაატარა ღია საერთაშორისო  ტურნირი ფარიკაობაში ,,აფხაზეთის თასი”  აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის  – განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით.

IMG_0153

ღონისძიება გახსნა აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ქალბატონმა ინეზა ცომაიამ.  აფხაზეთის მთავრობის სახელით სტუმრებსა და  ტურნირის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა: აფხაზეთის ა/რ მათვავრბის თვმჯდომარემ ბატონმა ვახტანგ ყოლბაიმ, ასევე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბატონმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბატონ იგორ კოპლინმა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაცის საპატიო პრეზიდენტმა, მსოფლიო ჩემპიოინმა, სპორტის რაინდმა: იური ოსიპოვმა, ასევე ვიტალი ბენდელიანმა, გიორგი ეზუგბაიამ და სხვებმა.

20140510_180344

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს 2001-2002 და 2003-2004 წლებში დაბადებულმა 200-ზე მეტმა სპორტსმენმა ექვსი ქვეყენიდან: საქართველო (მათ შორის აფხაზეთიდან დევნილებმა) აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი (ვლადიკავკაზი), ირანი და   კუვეიტი.

,,საუკეთესო საუკეთესოთა შორის” ნომინაციით დაჯლდოვდა ტურნირის პრიზიორი აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენი ლუკა ლომინაძე ხმლის სახეობაში,  მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ასევე აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენი გიორგი მარხულია. გოგონებში მეორე ადგილი დაიკავა, აფხაზეთიდან დევნილმა ანასტასია ჩიქოვანმა.

IMG_0185

აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დენვილთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდობის აქტიურად ჩაბმას სპორტში, მათ შორის ფარიკაობაში.

ამჟამად, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაცია ოთხივე სახეობაში აერთიანებს აფხაზეთიდან დევნილ 30_ზე მეტ სპორტსმენს. გასული საუკუნის 70_90_იან წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფარიკაობა ძალიან პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენდა, განსაკუთრებით ქ. გაგრასა და სოხუმის რაიონში. ადგილობრივ სპორტ_სკოლებში აღიზარდა არაერთი ჩემპიონი და საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელი: როზა ჯოლოგუა, თამაზ კაკულია, ვიტალი გრიგოლია, ზურაბ ლოლუა, ედიკ კიუტი, ჯემალ ანქვაბი და სხვები.

IMG_0122

IMG_0194