samartalshemoqmedebis_sammartvelo

ელისო გვასალია
სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი

ელისო გვასალია დაიბადა 1972 წლის 22 დეკემბერს ქ. სენაკში 1979-1990 წლებში დაამთავრა სენაკის I საშუალო სკოლა, 1992 -1998 წლებში წარჩინებით დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის განხრით. 2000-2005 წლებში მუშაობდა ”ადვოკატთა და დამცველთა ასოციაციაში” ადვოკატად სისხლის სამართლის სპეციალობით.
2006  წლის 20 მაისს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალობით. 2007 წლის 16 აპრილს დაინიშნა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტში ”აფხაზეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს” უფროსის თანამდებობაზე. დღემდე მუშაობს დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსად. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგები:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA) “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის პროგრამა”, თბილისის მერიის ინგლისურისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგ-კურსი საჯარო მოხელეებზე , კონფლიქტების მოგვარების ცენტრში. მონაწილეობდა პროგრამაში “მოსახლეობის სამართლებრივი დახმარება”. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სოხუმის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში.
ყავს დედა – ლამზირა მიქაძე, პროფესიით ბუღალტერი.
მამა – ბიჭიკო გვასალია, პროფესიით მექანიზატორი,
ძმა-აკაკი გვასალია დაოჯახებული(მეუღლე და სამი შვილი).