12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დაძლევის პერსპექტივები“.

fff

მომხსენებლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის, აფხაზური ისტორიოგრაფიის, ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, 1992/1993 წლების ომის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, თურქეთის აფხაზური დიასპორის საქმიანობაზე, და ურეგულირებელი ქართულ–აფხაზური კონფლიქტის პირობებში გახანგრძლივებული დევნილობისა და იძულებითი გადაადგილების სოციალურ, დემოგრაფიულ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ პრობლემებზე. კონფერენციას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

კონფერენციის მონაწილენი დალოცა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

unnamed